02, მაისი 2019 20:52:00
ცხოვრება ავარიულ სახლში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. კახიძეები დახმარებას ითხოვენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლის ნახევარი გუშინ ჩამოინგრა. ინცინდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ოჯახის წევრებმა ახლა არ იციან ღამე სად გაათიონ.
ელგუჯა კახიძის საცხოვრებლის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. ინცინდენტის დროს სახლში მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა. ოჯახის წევრები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან. ქობულეთში მცხოვრები გვიყვება, რომ საფრთხეს მანამდეც ხედავნენ. ავარიული შენობის კელდები ყოველდღურად იბზარებოდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, საცხოვრელებელში ღამის გათევა საფრხის შემცველია. კახიძეებს ალტერნატივა არ აქვთ. დახმარებისთვის ქობულეთის მერიას დღეს მიმართეს. უწყებაში უთხრეს რომ მდგომარეობას 10 დღის ვადაში შეისწავლიან.
კახიძეების მეზობლები მომხდარს სოფელ კვირიკეში კარიერის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ ბურღვა-აფეთქებებმა სოფელში მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.
ქობულეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ მდგომარეობას გეოლოგები ხვალიდან შეისწავლიან, გადაწყვეტილებებს კი მხოლოდ დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.
მთის კარიერის მოპოვებაზე ლიცენზია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია ,,ქობულეთი მ“- ს მისცა. ფუტკარაძის უწყებაში სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს, სიტყვიერად კი განმარტეს, რომ მომხდარი კარიერის მოპოვებით სამუშაოებთან კავშირში არ არის.